ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა

მუშაობისას მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თანამშრომლებისა და კონტრაქტორების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას; KBOC-ში ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციების ყველა ასპექტთან დაკავშირებული რისკები და ზემოქმედება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ბუნებრივ რესურსებზე, რომლებსაც ვამუშავებთ და იმ გარემოზე, რომელშიც ვმუშაობთ. ყურადღებას ვამახვილებთ რა მიმდინარე სამუშაოებზე, მუდმივად ვამოწმებთ შენობა-დანადგარებსა და ღონისძიებებს, რათა შევამციროთ რისკები და თავიდან ავიცილოთ სხეულის დაზიანება ან სიცოცხლის ხელყოფა. რისკების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას ვახორციელებთ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის გამოყენებით.


ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საშუალებით გვსურს თანამშრომლებისთვის უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. ამ მიზნით, ჩვენ ვაღიარებთ მის აუცილებლობას და ყველა მხარეს ვაცნობთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკასა და პროცედურებს, ვემორჩილებით ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა მოქმედ კანონს, წესებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, ვიცავთ და ვაკონტროლებთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების შესრულებას შესაბამისობის კომპლექსური პროგრამების განხორციელებით, მათ შორის აუდიტის საშუალებით. თანამშრომლებს ვუზრუნველყოფთ სათანადო ტრეინინგითა და აღჭურვილობით.

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის ვსახავთ მიზნებს, ვაფასებთ პროგრესს და ვაზიარებთ შედეგებს.


ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური ნივთიერებების მოხმარების აკრძალვის პოლიტიკა

ერთგულად ვინარჩუნებთ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური ნივთიერებებისგან თავისუფალ გარემოს, რათა არ შევუქმნათ საფრთხე სამუშაო ადგილის დაცულობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენთან, კომპანიის ტერიტორიაზე და ავტომობილებში, მკაცრად იკრძალება უკანონო ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური ნივთიერებების მოხმარება, გაყიდვა, გადაცემა ან ფლობა. განუწყვეტლივ ვადევნებთ თვალყურს დასაქმებულების ქცევას, რაც შეიძლება მიუთითებდეს სამსახურში ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარების პრობლემაზე და ვატარებთ პროაქტიულ პრევენციულ ზომებს, სანამ ამგვარი ქცევა ზიანს მიაყენებს დასაქმებულს ან კომპანიას.


გარემოსდაცვითი პოლიტიკა

ჩვენ ვაცნობიერებთ გარემოს დაცვის მნიშვნელობას და გვსურს თავიდან ავიცილოთ გარემოზე ზიანის მიყენება. KBOC-ის თანამშრომლები კარგად არიან გათვითცნობიერებული გარემოსდაცვით პოლიტიკასა და პროცედურებში ისევე, როგორც საკუთარ ვალდებულებებში, რომლებიც უკავშრდება გარემოსდაცვითი პრაქტიკის შესაბამისობას. ჩვენ, პერიოდულად, განვიხილავთ და ვაახლებთ კომპანიის გარემოსდაცვით პოლიტიკას და პროცედურებს, რომლებიც შემუშავებულია ISO14001-ის საფუძველზე, რათა მუდამ ვიყოთ შესაბამისობაში თანამედროვე სტანდარტებთან და ვცდილობთ აღმოვფხვრათ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება და რისკები.


ტრანსპორტი მართვის პოლიტიკა

ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ტრანსპორტის უსაფრთხოდ მართვის მნიშვნელობას. სატრანსპორტო ან უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, მკაცრად ვიცავთ მართვისა და ავტომობილის უსაფრთხოების წესების, მათ შორის მართვის მოწმობის საკვალიფიკაციო და საგამოცდო წესების მოთხოვნებს, ასევე სიჩქარის შეზღუდვას და უსაფრთხო დისტანციის დაცვას; ვკრძალავთ მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენებას დისტანციური მოწყობილობის საშუალებითაც კი, ისევე, როგორც მართვას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.